სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

05 დეკ, 2016

3 და 4 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

3 და 4 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სოფელ კაჩაგანისა და სოფელ კასუმლოს მოსახლეობისთვის, კაჩაგანის ამბულატორიის შენობაში, უფასო სამედიცინო გამოკვლევა - კონსულტაციები კლინიკა „ლანცეტმა“ უზრუნველყო. ხოლო ქალაქ მარნეულის, სოფელ ყიზილაჯლოს, სოფელ წერეთლის, სოფელ თამარისის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო  აქცია 4 დეკემბერს ქალაქ მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ –მ  გამართა.
აქციის ფარგლებში 11 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებდნენ შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი (კარდიოგრაფიის აპარატით), ოფთალმოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოლოგი, უროლოგი, მამოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ინვიტრო განაყოფიერების, ტრავმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი.

 

 

 

სხვა სიახლეები