სამუშაო ვიზიტით მარნეულში ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა
6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP2) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ექსპერტები სტუმრობდნენ.
6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP2) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ექსპერტები სტუმრობდნენ.
ექსპერტების ვიზიტი ამ ეტაპისთვის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მათ კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების გაცნობას ემსახურებოდა.
ექსპერტთა გუნდის წევრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს ექსტერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად და შესაძლებლობების გასავითარებლად – სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმის შემუშავების კუთხით, თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხარდაჭერას და დახმარებას გაუწევენ.
აღნიშნულ პროექტს აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და მსოფლიო ბანკი. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდური კომპანია „Ecorys“- სა და „GeoGraphics“-თან (ქართული კომპანიები) თანამშრომლობით.