სადახლოში წელს გზის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა
წელს სოფელ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
წელს სოფელ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ერთი–ერთი მათგანია სადგურ სადახლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელის ფარგლებშიც რკინა-ბეტონის საფარი დაიგო 1170 მ-იანი გზის მონაკვეთზე.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 15 ადამიანი დასაქმდა, აქედან 7 ადგილობრივი. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.