ქვესადგური „მარნეულის-500“ ის მშენებლობა დასრულდა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვესადგურის „მარნეულის-500“ ის მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონი გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვესადგურის „მარნეულის-500“ ის მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში მისი აღამტებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, აზიის განვითრების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტმის“ მმართველთა საბჭოს თავმჯომდარე სულხან ზუმბურიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქვესადგური "მარნეული-500" „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ უკვე აშენდა ახალი, 220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ხორგა“, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500 კილოვოლტიან ქვესადგურს „ქსანი“ და 220 კილოვოლტიან ქვესადგურში „მენჯი“ შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორი. „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდა, ფოთის ინდუსტრიული ზონისათვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტი მიწოდება, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის და მეზობელ ქყვეყნებთან რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა. ქვესადგური „მარნეული-500“ის მშენებლობის შედეგად, გაიზარდა ქვემო ქართლში განლაგებული თბოსადგურებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობა და ენერგოსისტემის საიმედოობა.ხელი შეეწყო მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას. აღნიშნული ქვესადგური გახდება ერთ-ერთი საკვანძო ენერგოობიექტი იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განსახორციელებლად მეზობელ ქვეყნებს შორის. „მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS აწარმოა.