სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის „ქალთა ოთახში“

14 დეკ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, სოფელ საიმერლოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, სოფელ საიმერლოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს, „ქალთა ოთახის“, როგორც მუნიციპალური სერვისის არსებობის მნიშვნელობისა და საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრის ფორმატში ახალგაზრდებმა მოაწყვეს დისკუსიაც თემებზე „ქალთა მიმართ ძალადობა“ და „ნაადრევი ქორწინება“. აღსანიშნავია, რომ „ქალთა ოთახი“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს, მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად მართავს.

 

 

 

სხვა სიახლეები