სიახლეები

მარნეულში 29 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

19 დეკ, 2016

მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა.

მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. ბინების გადაცემის ცერემონია, მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა. აღსანიშნავია, რომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, შპს „ნოვასგან“, ახალაშენებულ კორპუსში 50 ბინა შეისყიდა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე, კენჭისყრის პრინციპით, განაწილდა. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 29 ბინიდან 7-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის კი განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება.

სხვა სიახლეები