ანსამბლ „იბერია“-ს სოლო კონცერტი გაიმართა
ანსამბლ „იბერია“-ს სოლო კონცერტი გაიმართა საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ "იბერიას" სოლო კონცერტი გაიმართა.
ანსამბლ „იბერია“-ს სოლო კონცერტი გაიმართა საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ "იბერიას" სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, გამგეობის თანამშრომლები, ანსამბლ „იბერია“-ს მოცეკვავეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი, მაყურებლის წინაშე ტრადიციული ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგა და არაჩვეულებრივი სინთეზური თეატრალური სანახაობა აჩვენა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების დასასრულს, გამგებელმა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართვეობის სახელით ანსამბლის მოცეკვავეებს და მის ქორეოგრაფს ბესიკ კიპაროიძეს, პირადად მიულოცა სოლო კონცერტის გამართვა, წარმატებები უსურვა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.