სიახლეები

კულტურის სახლში სპექტაკლ „მოლოდინი“-ს პრემიერა გაიმართა

21 დეკ, 2016

კულტურის სახლში სპექტაკლ „მოლოდინი“-ს პრემიერა გაიმართა 21 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა სტუდიამ, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლში, ახალი მინი სპექტაკლის პრემიერა მოაწყო სახელწოდებით -„მოლოდინი“, რომელიც ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა და მსახიობმა, თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი აბაშიძემ დადგა.

კულტურის სახლში სპექტაკლ „მოლოდინი“-ს პრემიერა გაიმართა 21 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა სტუდიამ, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლში, ახალი მინი სპექტაკლის პრემიერა მოაწყო სახელწოდებით -„მოლოდინი“, რომელიც ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა და მსახიობმა, თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი აბაშიძემ დადგა. სპექტაკლს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „მოლოდონი“-ს სიუჟეტი დედის მიერ შვილის მიტოვების თემას ეხმაურებოდა - წარმოდგენის გმირები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგანან და საბოლოო არჩევანი მათი ცხოვრების ტრაგიკულ ფინალად აქცევს, რაც მაყურებლისთვის სავსებით გასაგები, სოციალური ტრაგიკული პროცესების მიმდინარეობას აღწერდა. განსაკუთრებით სასიამოვნოდ ჟღერდა რეჯისორის მიერ შერჩეული მუსიკალური ფონი, რომელიც სპექტაკლის ეპიზოდურ სცენებს უფრო მელანქოლიურსა და სანახაობრივს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში ადგილობრივი თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა მსახიობები - მარიამ ჭოხონელიძე, ქეთი აბაშიძე, ირაკლი ნოზაძე, ილონა ასკურავა, ცისია ბერიკაშვილი და ელენე ბოჭოიძე თამაშობდნენ. გამგებელმა საკუთარი აღფრთოვანება მსახიობებთან სპექტაკლის დასრულების შემდეგ კულისებს მიღმა გამოხატა, წარმატებები უსურვა და ქეთი აბაშიძეს მუნიციპალიტეტში შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

 

 

სხვა სიახლეები