სიახლეები

სამედიცინო კოლეჯის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

22 დეკ, 2016

სამედიცინო კოლეჯის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სამედიცინო კოლეჯის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეები, მარნეულის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და რესურს–ცენტრის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით 2016 წელს, პროგრამა განხორციელდა თბილისში და 18 მუნიციპალურ ერთეულში. პროგრამაში სულ 1995 სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ამ პროგრამის ფარგლებში ჩაერთო 45 მსმენელი სამ პროგრამაზე და 43-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა სასწავლო კურსი, რისთვისაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა.

სხვა სიახლეები