სიახლეები

მარნეულში ვოკალ-ინსტრუმენტული ბენდების კონცერტი ჩატარდა

22 დეკ, 2016

მარნეულში ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდების კონცერტი ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდებმა „მარნელი“, “RED CARPET” და „მაუგლმა“- საახალწლო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლში კონცერტი გამართეს.

 

 

 

მარნეულში ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდების კონცერტი ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდებმა „მარნელი“, “RED CARPET” და „მაუგლმა“- საახალწლო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლში კონცერტი გამართეს. მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ სიმფონიური მეტალის, პოპის და როკის უჩვეულო ნაზავი მოესმინათ. კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეები თეიმურაზ ბერიძე, ქამანდარ ისმაილოვი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, ბენდ „მარნელი“-ის ვარსკვლავური გამოსვლა, რომელმაც ისეთი ცნობილი და ისტორიული ჰიტების ქოვერები შემოგვთავაზა, როგორებიცაა - Deep Purple „Smoke On The Water“, John Neman “love me again-Cheatin”, Uriah heep”Sympathy”, და Ava inferi ”last sign of summer”. კონცერტის დასასრულს, გამგებელმა მუსიკოსებს და ბენდების მუსიკალურ ხელმძღვანელს ამირან ნასყიდაშვილს, კულტურის სახლის დირექტორთან - ნატო შავიშვილთან ერთად აღნიშნული საღამო მიულოცა, წარმატებები უსურვა და მუნიციპალიტეტში შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

 

 

 

სხვა სიახლეები