„სპორტი ჩემს ეზოში“
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტ „სპორტი ჩემს ეზოში“–ის დახურვის ცერემონია გაიმართა.
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტ „სპორტი ჩემს ეზოში“–ის დახურვის ცერემონია გაიმართა. მხატვრული ნამუშევრების კონკურსის ფინალური ეტაპზე, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა შემოქმედებმა თემატური მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, ხოლო მათ შორის საუკეთესოებს სპეციალური სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. პროექტი სამხარეო ადმინისტრაციის ეგიდით განხორციელდა და მასში 200-ზე მეტი დამწყები და მოყვარული ახალგაზრდა ჩაერთო. მუნიციპალურ ტურებში 33 ნამუშევარი შეირჩა, მათგან 5 საუკეთესო იდეისა და ნახატის ავტორი ფინალურ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში მიმდინარე ცერემონიისას გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფის RED CARPET-ის მუსიკოსები აფორმებდნენ.