სიახლეები

საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა-გაყიდვა

23 დეკ, 2016

საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა-გაყიდვა დღეს, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადობის“ ინიციატივით, პროექტ „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-სომხეთის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა-გაყიდვა დღეს, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადობის“ ინიციატივით, პროექტ „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-სომხეთის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მიმდინარე გამოფენა-გაყიდვის პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, აღნიშნულ პროექტში მონაწილე სომეხი და ქართველი სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ფოტო-გამოფენა დაეთვალიერებინათ, ასევე მონაწიელობა მიეღოთ სადისკუსიო პანელში - „ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების გამოწვევები და პერსპექტივები“ და შეეძინათ გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები. ორგანიზატორთა განმარტებით, გამოფენა-გაყიდვა გულისხმობს ფერმერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, მუნიციპალიტეტების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეხვედრის სივრცის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობას მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში. გამოფენა-გაყიდვის პროგრამაში მონაწილეობას იღებებდნენ საქართველო-სომხეთის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხელმძღვენელები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზააციების, სოფლის მეურნეობის, მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული პოტენციალის განივითარების პროგრამების წარმომადგენლები სომხეთსა და საქართველოს მხდრიდან, ადგილობრივი საწარმოები, ფერმერები, და სასაფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები. მარნეულის გამგებელმა მერაბ ოტჩიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო წინასაახალწლო აგროკულტურული გამოფენის გახსნა პირადად მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. გამოფენა-გაყიდვა ორგანიზებული არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში (EaPTC) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები