სიახლეები

იმირში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

23 დეკ, 2016

იმირში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმირის საჯარო სკოლის პედაგოგებს ფირუზა მამედოვასა და იმრან მამედოვს გაწეული პედაგოგიური ღვაწლისთვის, ღირსეული თაობების აღზრდისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ.

იმირში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმირის საჯარო სკოლის პედაგოგებს ფირუზა მამედოვასა და იმრან მამედოვს გაწეული პედაგოგიური ღვაწლისთვის, ღირსეული თაობების აღზრდისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ. ღვაწლმოსილ პედაგოგებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი და მარნეულის საგანამანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქენან ომაროვი პირადად ეწვივნენ, თვითმმართველობის სახელით საჩუქრები გადასცეს და გულითადი მადლობა გადაუხადეს.

 

 

 

სხვა სიახლეები