მარნეულში შეჭირვებულ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ტრადიციულად, სოციალურად დაუცველ 310 ოჯახს, ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად, სადღესასწაულო ნობათები დაურიგდათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ტრადიციულად, სოციალურად დაუცველ 310 ოჯახს, ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად, სადღესასწაულო ნობათები დაურიგდათ. მათ ოჯახებში, პირადად ეწვივნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, დამდეგი შობა– ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.