სიახლეები

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ“ გამგეობას ანგარიში წარუდგინა

28 დეკ, 2016

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ “ გამგეობას ანგარიში წარუდგინა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" წარმომადგენლებმა, ყიზილაჯლოში არსებული სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინეს.

 

 

 

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ “ გამგეობას ანგარიში წარუდგინა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" წარმომადგენლებმა, ყიზილაჯლოში არსებული სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინეს. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და ბენეფიციართა მშობლები. ანგარიშში წარმოდგენილი იყო მუშაობის ის მეთოდები რაც სპეციალისტების მიერ გამოყენებული იქნა ცენტრის აღსაზრდელებთან გასული ერთი წლის განმავლობაში, ასევე მიღწეული შედეგები და განხორციელებული აქტივობები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე. თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სენსორული პრობლემების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის ორგანიზატორებმა, მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ თვითმმართველობას წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა ცენტრი, გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2016 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 000 ათასი ლარით დააფინანსა, ასევე გამოყო ფართი სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის პირველ სართულზე. გამგეობა პროგრამის მხარდასაჭერად ხელს უწყობს ცენტრში დანერგილი სასწავლო პროცესების შეუფერხებლად განვითარებას.

სხვა სიახლეები