საახალწლო ზეიმი ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრი
საახალწლო ზეიმი ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრი სოფელ ყიზილაჯლოში, სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრში, აღსაზრდელებისთვის, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა.
საახალწლო ზეიმი ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრი სოფელ ყიზილაჯლოში, სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრში, აღსაზრდელებისთვის, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა. ზეიმზე, პატარებს ახალი წლის მისალოცად, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი და თვითმმართველობის თანამშრომლები ეწვივნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, პატარების საახალწლო საჩუქრები დაურიგეს და დამდეგი შობა– ახალი წელი მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვების გართობაზე, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმაში ჩაცმული ანიმატორები ზრუნავდნენ.