მარნეულის ქუჩები საახალწლოდ განათდა
მარნეულში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე საათი და ახალი წელიც შემობრძანდება.
მარნეულში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე საათი და ახალი წელიც შემობრძანდება. წელს განსაკუთრებულად ლამაზია, ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო. ძვირფასო მარნეულელებო, გელოდებით ყველას, ხვალ 15:00 საათიდან, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში. წინ ბევრი სიურპრიზები და გასართობი ღონისძიებები გელოდებათ. ერთად ვიზეიმოთ ახალი 2017 წლის დადგომა.