სიახლეები

საახალწო ღონისძიებები მარნეულში

31 დეკ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიების პირველი ნაწილი 15:00 საათზე, კულტურის სახლის ეზოში აქტიურად მიმდინარეობდა.

 

 

 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიების პირველი ნაწილი 15:00 საათზე, კულტურის სახლის ეზოში აქტიურად მიმდინარეობდა. ღონისძიება სანტა–კლაუსისა და ზღაპრის გმირების პროგრამით გაიხსნა, რომლებიც დამსწრე აუდიტორიის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ და პატარებს მასპინძლობდნენ. ღონისძიებაზე მოსულმა პატარებმა სანტა კლაუსისგან სამახსოვრო საახალწლო საჩუქრები მიიღეს. შეგახსენებთ პროგრამას: 17:30 - საახალწლო ღონისძიების დასაწყისი. სპორტსკოლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება. 18:00 – გალა კონცერტი. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან როგორც ადგილობრივი ისე მოწვეული კოლექტივები მომღერლები: გიორგი კობაიძე, ლევან კვინიკაძე, ნინია მეტრეველი, ქეთა წიკლაური, აისელ მამედოვა, ანსამბლი „იბერია“. ღონისძიებას წარუძღვებიან მანანა აბრამიშვილი და პაატა გულიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გალა–კონცერტი დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.საახალწლო ღონისძიების დასაწყისი. სპორტსკოლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება.

 

 

 

სხვა სიახლეები