საახალწლო გალა კონცერტი დაიწყო
საახალწლო გალა კონცერტი დაიწყო ამ წუთებში მარნეულში საახალწლო გალა კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივმა ხალხური სიმღებების ანსამბლმა „იბერიამ“ გახსნა, დღევანდელ ღონისძიებას წარუძღვებიან მანანა აბრამიშვილი და პაატა გულიაშვილი.
საახალწლო გალა კონცერტი დაიწყო ამ წუთებში მარნეულში საახალწლო გალა კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივმა ხალხური სიმღებების ანსამბლმა „იბერიამ“ გახსნა, დღევანდელ ღონისძიებას წარუძღვებიან მანანა აბრამიშვილი და პაატა გულიაშვილი. ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები. მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულის სპორტსკოლის დირექტორთან მამუკა ნავერიანთან ერთად დააჯილდოვეს წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები. შეგახსენებთ, რომ დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან, როგორც ადგილობრივი ისე მოწვეული კოლექტივები მომღერლები: გიორგი კობაიძე, ლევან კვინიკაძე, ნინია მეტრეველი, ქეთა წიკლაური, აისელ მამედოვა, ანსამბლი „იბერია“.