სიახლეები

მარნეული - წერაქვის მიმართულებით ახალი ავტობუსი დაინიშნება

13 იან, 2017

წერაქვისა და შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, უახლოეს მომავალში ახალი ავტობუსი მოემსახურება.

წერაქვისა და შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, უახლოეს მომავალში ახალი ავტობუსი მოემსახურება. ПАЗ -32054 მარკის ავტობუსი, მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა, რომელიც ექსპლუატაციაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შევა და იმოძრავებს მარნეული - წერაქვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსით, გარდა ზემოთაღნიშნული სოფლებისა, დამატებით 7 სოფლის მოსახლეობასაც მოემსახურება. ავტობუსი 23 მგზავრზეა გათვლილი და მისი ღირებულება 77 880 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები