ფორუმი მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე თვითმმართველობაში
ფორუმი მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში 27 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გაიმართა ფორუმი– „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”.
ფორუმი მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში 27 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გაიმართა ფორუმი– „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”. ფორუმზე მიწვეული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სადაც დამსწრე აუდიტორიას მარნეულის მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმზე „სამოქალაქო ბიუჯეტზე“ ესაუბრა. ფორუმის მიზანი NDI-ს პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკავშირება იყო, რათა მათ ერთობლივად განეხილათ საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატებები და გამოწვევები. ფორუმზე ასევე მოეწყო ღია დისკუსია, რომელიც ეხებოდა დასახლების საერთო კრების, პეტიციისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელებას. შეხვედრაზე, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტოინმა, წარადგინა მცირე პრეზენტაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და ფოკუს ჯგუფების უახლეს შედეგებზე, რომელიც არჩეული თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციას შეეხებოდა. ფორუმს ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის, საკრებულოებისა და მერიების, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები,საერთაშორისო ექსპერტი პოლონეთიდან და ქალაქ ვადოვიცეს მერი მატეუშ კლინოვსკი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გააცნო.