მარნეულში დასუფთავების მასშტაბური აქციები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიტორიის დასუფთავება და ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწა წარმოადგენს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიტორიის დასუფთავება და ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწა წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ა(ა).ი.პ „სუფთა მარნეულის“ მიერ მასშტაბური დასუფთავების აქციები ეწყობა.
აქციის ფარგლებში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების დაბინძურებული ნაწილები, პლასტმასის ბოთლებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა სახის ნარჩენებისგან. (კერძოდ ქ.მარნეულის 26 მაისის ქუჩიდან სადახლოს გამშვებ პუნქტამდე და ქ.მარნეულის 26 მაისის ქუჩიდან სოფელ ქირაჩ–მუღანლოში არსებული წითელი ხიდის გამშვებ პუნქტამდე). დასუფთავების ღონისძიებები ასევე ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ, მდინარეების ნაპირებსა და სკვერებში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, წლის განმავლობაში თვითმმართველობის ძალისხმევით და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით, სისტემატურად ხორციელდება.
გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის, გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, შესაბამისი საჯარიმო სანქციები განხორციელდება.