სიახლეები

მარნეულში ახალი ბიბლიოთეკის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა

03 თებ, 2017

დღეს, 3 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და გამგეობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის შესახებ მორიგი პრეზენტაცია გაიმართა.

დღეს, 3 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და გამგეობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის შესახებ მორიგი პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ, გამგეობის სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისთვის ქალაქში ბიბლიოთეკის მოწყობის მიმდინარეობის პრეზენტაციის წარდგენა, სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების, რეკომენდაციების მოსმენა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისების აუცილებლობაზე. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შეეძლო ნებისმიერ მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღო სრული და ამომწურავი პასუხი. შეხვედრის ბოლოს გამგებელმა, მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს საინტერესო დისკუსიისთვის და მობრძანებისთვის.

სხვა სიახლეები