მარნეულში წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, მარნეულიდან წვევამდელების გაწვევის პროცესი დღეიდან დაიწყო.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, მარნეულიდან წვევამდელების გაწვევის პროცესი დღეიდან დაიწყო.
ამ ეტაპისთვის, მარნეულიდან გაწვეულია 30 წვევამდელი, რომლებიც სამედიცინო გამოკველების შემდეგ ჩაირიცხებიან სამხედო სავალდებულო სამსახურში.
გაწვევის პროცესს დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ, მათ სამშობლოს სამსახურში ჩადგომის სურვილის გამოხატვისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვეს.
საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, წვევამდელების ჩარიცხვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.