მშობელთა მოძრაობის 20 წლის იუბილე აღინიშნა
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ორგანიზებით, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში მშობელთა მოძრაობის ოცი წლის იუბილე აღინიშნა.
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ორგანიზებით, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში მშობელთა მოძრაობის ოცი წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, ემსახურებოდა მშობელთა მოძრაობის მიერ განვლილი ისტორიის შეჯამებას და სამომავლო გეგმების წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე. საიუბილეო ღონისძიებაზე მიწვეული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიწვევისთვის, მოძრაობის წევრებს მიულოცა იუბილე და ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასთან“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება. გამგებელმა, თვითმმართველობის სახელით, ორგანიზაციის დამფუძნებლებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელიც გადასცა და წარმატებები უსურვა. შშმ ბავშვთა მშობლების მოძრაობის მხარდაჭერისა და საქმიანობის ხელშეწყობაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლიერების სიგელი გადაეცა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს და სხვა საპატიო სტუმრებს. ღონისძიების ბოლოს, ორგანიზაციის წევრებმა, ერთობლივად შეასრულეს მშობლეთა მოძრაობის ჰიმნი და საზეიმო ვითარებაში გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი.