საჯარო განხილვა მარნეულში
დღეს, გამგეობაში, „მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის“ საჯარო გახილვა მოეწყო.
დღეს, გამგეობაში, „მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის“ საჯარო გახილვა მოეწყო.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელები და თემით დაინტერესებული სხვა პირებიც ესწრებოდნენ.
ნაგავსაყრელის პროექტი, ქვემო ქართლის ხუთი მინიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი-წყაროსა და წალკისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამის რეგიონალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგავსაყრელის აშენებასა და ამავე მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვებასა და მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ნაგავსაყრელის მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი იალღუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
მყარი საყოფაცხვრებო ნარჩენების პოლიგონების მართვა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს.
საქართველოს მთავრობამ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების მართვა განსაზღვრა, როგორც ერთ-ერთი მწვავე პრობლემა და ამ მიზნით დაიწყო არსებული სისტემის რეფორმირება.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს განვითარებისა და იფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.