სიახლეები

მარნეულში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25 თებ, 2017

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

 

 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ დღის ტრაგიკული მოვლენები და ლექსებით და სიმღერებით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აღსანიშნავია, კულტურის ცენტრის ფოიეში, გამოფენილი იქნა მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატები და ჩანახატები. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები და ცხადდება წუთიერი დუმილი, ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

სხვა სიახლეები