ალგეთში საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
სოფელ ალგეთში, საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ 150–200 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.