სიახლეები

დედის დღე მარნეულში

03 მარ, 2017

დედის დღე მარნეულში 3 მარტის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს დედებს სახლში ესტუმრნენ და დედის დღე ყვავილებითა და საჩუქრებით პირადად მიულოცეს.

დედის დღე მარნეულში 3 მარტის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს დედებს სახლში ესტუმრნენ და დედის დღე ყვავილებითა და საჩუქრებით პირადად მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე პაკეტების ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალმა უზრუნველყო. დედის დღე საქართველოში, 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. უკვე 26 წელია ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. სამი მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

სხვა სიახლეები