ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში
ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში დღეს, კულტურის სახლში, ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი დახვდათ.
ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში დღეს, კულტურის სახლში, ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი დახვდათ. სპეციალურად მათთვის, ა (ა) ი პ „მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ თანამშრომელი მამაკაცების მიერ ორგანიზებული საღამო, სანახაობრივად მრავალფეროვანი იყო, რომელიც პოეზიით, მუსიკითა და თეატრალური ეტიუდებით იყო დატვირთული. ღონისძიების დამსწრე ქალბატონებს, 8 მარტის მილოცვის ნიშნად, გაზაფხულის ყვავილები დაურიგდათ. ღონისძიებას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.