თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
17 მარტს, თბილისის „სასტუმრო ჰუალინგში“, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გაიმართა ღონისძიება თემაზე: „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“.
17 მარტს, თბილისის „სასტუმრო ჰუალინგში“, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გაიმართა ღონისძიება თემაზე: „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, “ქალთა ოთახების” მენეჯერები, სოფლის რწმუნებულები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და რეგიონებში მცხოვრები ქალები და მამაკაცები. ღონისძიებაზე,მარნეულის ინოვაციური პროექტის - „სამოქალაქო ბიუჯეტის” შესახებ მოხსენებით წარსდგნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და მარნეულის „ქალთა ოთახის“ მენეჯერი რიმა ოთარაშვილი. გარდა ამისა, ღონისძიების საგამოფენო სივრცეში კერძო და მუნიციპალურ ინიციატივებთან, მრავლფეროვან ხელნაკეთ სუვენირებთან, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებთან და საგნებთან ერთად გამოიფინა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთები, მარნეულელი არმენ ოგანესიანის ხელნაკეთი თოჯინები და მედეა ჭკადუას ხელნაკეთი ვერცხლის სამკაულები. ასევე, საგამოფენო სივრცეში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარული საწარმო პროდუქცია, ბიზნეს საკონსულტაციო ფირმები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასოცია და ასე შემდეგ. აქვე, წარმოდგენილი იყო ღონისძიების ფოტოკონკურსის ფინალისტთა ფოტოები, რომელთა შორის მარნეულელი აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის დურსუნ ალაგეზოვის ნამუშევარიც გამოიფინა. ღონისძიების ფასილიტატორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ იყო .