სიახლეები

მარნეულში „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრი გაიხსნა

18 მარ, 2017

ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრი საზეიმო ვითარებაში ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმღვანელმა პირებმა გახსნეს.

 

 

 

ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრი საზეიმო ვითარებაში ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმღვანელმა პირებმა გახსნეს. ახალ ობიექტში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. სერვისცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებს. პროექტში 150 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

სხვა სიახლეები