სიახლეები

ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიება მარნეულში

21 მარ, 2017

დღეს მარნეულში, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო.

დღეს მარნეულში, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო. საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას სცენიდან მიულოცეს. ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება დილიდან სახალხო სეირნობით დაიწყო. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, როგორიც არის: აზერბაიჯანული და ქართული ეთნოკუთხეები, აზიური და “ჩაის სახლის” პავილიონები, ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული სამუშაოების ამსახველი ფოტო–გამოფენა, ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები, საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრების, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების, მარნეულის საკონსერვო ქარხანის პროდუქციის, კომპანია „Barambo“–ს პროდუქციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვემო–ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენები. გამოფენის პარალელურად მოეწყო სპორტული ასპარეზობები: ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში. ასევე მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა – გოგონა „გაზაფხულის“ შემოსვლა, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით სპეციალურად წინასწარ მომზადებულ 4 მცირე სცენაზე. წარმოდგენა, გულისხმობდა ბუნიაობის დაწყებამდე ოთხი სამშაბათის ზეიმს (სუ ჩერშენბე ახშამი, ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ტორპაგ ჩერშენბე ახშამი და ახირ ჩერშენბე ახშამი) თითოეული სამშაბათი, დედამიწის სტიქიას განასახიერებდა. ღონისძიების მეორე ნაწილი საკონცერტო პროგრამას დაეთმო, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.

სხვა სიახლეები