სიახლეები

საჯარო ლექცია „საქართველოს ევროპული მომავალი“

29 მარ, 2017

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ააიპ „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული მომავალი“.

 

 

 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ააიპ „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული მომავალი“.
ლექციის ფარგლებში, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ნიკა ასანიძემ, გიორგი ბენაშვილმა და ირაკლი კობახიძემ წარადგინეს პრეზენტაცია ევროპაში საგანმანათლებლო ტურების შესახებ, რომლის მიზანი - ადგილობრივებისთვის ევროპაში გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა აკადემიური აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები,  სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ლექციის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შეეძლო ნებისმიერ მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღო პასუხი.

 

 

 

სხვა სიახლეები