სიახლეები

TCR მსოფლიო ჩემპიონატი ავტორბოლაში

03 აპრ, 2017

1–2 აპრილს საქართველომ ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.

1–2 აპრილს საქართველომ ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე, ორი დღის განმავლობაში გუბერნიის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდა პავილიონი სადაც ასახული იყო ტურისტული და სამეწარმეო პოტენციალი. სპორტულ ასპარეზობას მხარის გუბერნატორის ინიციატივით დაესწრნენ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. საერთაშორისო ჩემპიონატზე, 12 ქვეყნის სახელით, 16 ავტომბრბოლელი ასპარეზობდა. საქართველოს სახელით, რბოლაში ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი მონაწილეობენ. Tcr-ის პირველი ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული დათა ქაჯაია გახდა. ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული შეძენილი ბილეთიდან შემოსული თანხის ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

სხვა სიახლეები