სიახლეები

მარნეულის გამგებელი ოფიციალური ვიზით სტრასბურგში იმყოფებოდა

03 აპრ, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მიმდინარე წლის 27–31 მარტს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც „ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების“ კონგრესის 32–ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მიმდინარე წლის 27–31 მარტს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც „ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების“ კონგრესის 32–ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა. დელეგაცია საქართველოდან, რომელიც სესიის მიმდინარეობას ესწრებოდა დაკომპლექტებული იყო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებით. კონგრესმა, 2017 წელს, ორ სესიაზე განიხილა ისეთი გლობალური თემები, როგორიცაა: დეცენტრალიზებული პოლიტიკა ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციისთვის; ადგილობრივი ხელისუფლების როლი მიგრაციის საკითხებში; ახალგაზრდული პოლიტიკა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე -ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სესიის მსვლელობისას ასევე, განიხილეს ევროპული ქარტიის იმპლემენტაცია მიღწევები და გამოწვევები ევრპული საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოში. სესიაზე წარადგენილი იქნა ანგარიში რეგიონული და ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ ფინეთში, მალტაში, ესტონეთსა და ისლანდიაში; ასევე, განხილული იქნა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ადგილობრივი არჩვენებზე სადამკვირებლო მისიის შედეგები. შეხვედრაზე, საკვანძო საკითხების განხილვისას მოეწყო დებატები. სესიების მიმდინარეობისას გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული პალატის და კონგრესის ბიუროს შეხვედრებიც. პლენარულ სესიაზე დაამტკიცეს ახალი წევრები, კონგრესის კომიტეტების შემადგენლობა და განიხილეს მომდევნო ორი წლის საბიუჯეტო რესურსი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017 წლის კონგრესის 32–ე სესიაზე აღინიშნა ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის(ELDW) 10 წლისთავი.

სხვა სიახლეები