სიახლეები

5 წელი აგვისტოს ომიდან

09 აგვ, 2013

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოება.

მათ პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. ცამეტი მარნეულელი გმირის: რამაზ მეგრელიშვილის, მამუკა შუბითიძის, გიორგი რომელაშვილის, კახა იოსელიანის, თეიმურაზ ჭიტაძის, ზაზა ბოჭოიძის, იური ნადირაძის, ელდარ მანთაშაშვილის, დავით ფარჯიანის, ვანო ჯაფარიძის, გიორგი ტატუაშვილის, რევაზ ქალდანის, რომან ზოიძის სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მარნეულის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა შალვამ.2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს, გაეწიათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად 60 ლარი კომუნალური ხარჯების დასაფარად.სრულიად მარნეულმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.   {AG}08.08.2013{/AG}

სხვა სიახლეები