სიახლეები

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

29 ივლ, 2013

2013 წლის 26 ივლისს ქ. მარნეულში სახალხო დამცველის რეგიონალურ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“-წარმომადგენლებსა და მარნეულის პროკურატორის, პოლიციისა და სასამართლო ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შორის.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიმართულია ,,მარტოხელა დედის“ სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ოჯახში და, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა საკითხი ჩვენს ქვეყანაში კვლავაც მწვავედ დგას. საქსტატის 2000-2012 წლების მონაცემებით, საქართველოში 30 000-დე ბავშვია, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია. ამ მშრალი ციფრების მიღმა ათასობით საკუთარი მამისაგან უარყოფილი ბავშვია და ათასობით ქალი, რომელიც ,,მარტოხელა დედის“ მძიმე ტვირთს ეზიდება.შეხვედრის მთავარი მიზანია პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივი უწყებათშორისი სტრატეგიისა და პრაქტიკული ღონისძიების შემუშავება. ასევე აღნიშნულ პროცესში არსებული პრობლემების ანალიზი და მისი დაძლევის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება.აღნიშნული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით ეწყობა. კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება, დასრულებული ვერსია  პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. პროექტი - ,,სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისთვის სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად“ - ხორციელდება ფონდ  ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -„საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

სხვა სიახლეები