მარნეულში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
მარნეულში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
მარნეულში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ღონისძიებები გაიმართა სოფელ ალგეთში, თამარისსა და წერეთელში. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, მოადგილეებთან, თვითმმართველობის თანამშრომლებთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირებთან და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ დღეს დაღუპული გმირების სულების ხსოვნის უკვდავსაყოფად, პანაშვიდი სოფელ წერეთელში, 9 აპრილის მემორიალთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ, ხოლო სოფელ თამარისში, თამარ–მეფისა და წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ექვთიმემ პარაკლისი გადაიხადეს. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებში მონაწილეობა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენაც. ღონისძიების დასასრულს, სოფელ წერეთელში 9 აპრილის სკვერში, ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად, 21 ბზის ნერგი დარგეს. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, გამთენიისას პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.