სიახლეები

დედაენის დღე მარნეულში

12 აპრ, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის კულტურის ცენტრში,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაესწრნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის კულტურის ცენტრში,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიება  „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“   ორგანიზებით, კამპანია  „ვსწავლობთ ქართულად“  ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების მსვლელობისას,  გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციას აღნიშნული ღონისძიების გამართვისთვის – ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენისთვის.
არსანიშნავია, რომ კამპანია  „ვსწავლობთ ქართულად“  მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია უცხოელ და არაქართველ მოსწავლეებში, ასევე უცხოელ მოსწავლეებში ქართული ენისა და კულტურისადმი ინტერესის გაზრდა დაქართულ ენაზე წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება.
კამპანიაში საქართველოს რამოდენიმე სკოლაა ჩართული, სადაც უცხოელი მოსწავლეები სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ქართველ თანატოლებთან ერთად ეუფლებიან ქართულ ენას.
კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოსწავლეა ჩართული, რომლებმაც ქართული ენის სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 29 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

სხვა სიახლეები