MERSI CORPS-ის უკრაინის წარმომადგენლის ვიზიტი მარნეულში
19 აპრილს, მარნეულის ქალთა ოთახს, არასამთავრობო ორგანიზაციის MERSI CORPS-ის უკრაინის წარმომადგენელი, კატრინ ბრაუნი ესტუმრა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს და ქალთა ოთახის მენეჯერს რიმა ოთარაშვილს შეხვდა.
19 აპრილს, მარნეულის ქალთა ოთახს, არასამთავრობო ორგანიზაციის MERSI CORPS-ის უკრაინის წარმომადგენელი, კატრინ ბრაუნი ესტუმრა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს და ქალთა ოთახის მენეჯერს რიმა ოთარაშვილს შეხვდა. აღნიშნული სტუმრობის მიზანს, მარნეულის ქალთა ოთახის საქმიანობის გამოცდილების, როგორც წარმატებული პროექტის გაცნობა წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქალთა ოთახის მნიშვნელობაზე და შესრულებულ სამუშაოებზე მარნეულის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ჯგუფის ლიდერი ჰელენ ბრადბერი , მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ მაშანეიშვილი და სხვა სტუმრები. შეხვედრის ბოლოს, გამგებელმა სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა და ბიბლიოთეკის ფუნქციონირების მნიშვენლობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.