სიახლეები

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება

25 აპრ, 2017

დღეს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტში მოქმედი არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებისთვის და დირექტორებისთვის   „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შესახებ საინფომრაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს, პროექტის საქმიანობაზე და გადამზადების პროგრამაში მასწავლებელთა და დირექტორთა  ჩართულობის მნიშვნელობაზე მათი ინფორმირება წარმოადგენდა.   
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი საგანამანთლებლო და გამგეობის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.
საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად. შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.   
მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში  და  საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).
დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
მონაწილეები ტრენინგების ჩატარების გრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას  მიიღებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან.  
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტს აფინანსებს  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.  

სხვა სიახლეები