სიახლეები

ადგილობრივი ფერმერები ბიომეურნეობის საკითხებზე დატრენინგდნენ

03 მაი, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის  საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიო აგროწარმოების სამსახურის წარმომადგენლებმა,  ადგილობრივი ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებისთვის გამართეს ტრენინგი თემაზე – „ბიომეურნეობა  სოფლის მეურნეობის მომავალი“.

ტრენინგის ფარგლებში, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ბიოაგროწარმოება  და მისი მნიშვნელობა; ბიომეურნეობის მოწყობა;  აგროტექნიკური ღონისძიებები ბიომეურნეობაში; ნიადაგის ნაყოფიერება და მისი ამაღლების გზები ბიომეურნეობაში; მცენარეთა დაცვა ბიომეურნეობაში; ბიომეცხოველეობა და ბიოსერტიფიცირება;

სხვა სიახლეები