სემინარი თემაზე - „საუბარი კაცებთან გოგონების უფლებების შესახებ“
სემინარი თემაზე - „საუბარი კაცებთან გოგონების უფლებების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
სემინარი თემაზე - „საუბარი კაცებთან გოგონების უფლებების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ორგანიზებით, პროექტის ,,ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და გოგონების უფლებების დაცვის ადგილობრივი სტრატეგიის" ფარგლებში, გაიმართა სემინარი თემაზე – „საუბარი კაცებთან გოგონების უფლებების შესახებ“. შეხვედრას, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების კაცი პედაგოგები და თემით დაინტერესებული პირები. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.