სიახლეები

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლა–ლიცეუმში

16 მაი, 2017

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი და გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი და გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო. მოწვეული სტუმრების წინაშე სკოლის მოსწავლეები ქართული სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით წარსდგნენ. კულტურული ღონისძიების პარალელურად, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, მოეწყო საქველმოქმედო კულინარიული ნაწარმის გამოფენა–გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსაწვლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები