სიახლეები

მარნეულს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

17 მაი, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლა.

 

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც საუბარი წარიმართა მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, სოციალურ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპისთვის არსებული პრობლემების შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში განსავითარებელი სფეროებისა და პრიორიტეტების შესახებ და იმ მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელდა და იგეგმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა წარმოადგენა, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება მსფოლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2017 - 2020 წლებში ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის განხილვის პროცესში.

სხვა სიახლეები