ლტოლვილთა რეგისტრაცია
დევნილთა რეგისტრაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იწყებს დევნილთა რეგისტრაციას 1 აგვისტოდან 27 დეკემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დევნილისათვის, რათა მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ. დევნილთა რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს, დევნილი მოსახლეობის შესახებ განახლებული ინფორმაციისა და პროფილის ხელმისაწვდომობა. ასევე ოჯახის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება. ეს მონაცემები გამოყენებული იქნება ოჯახებისა და ინდივიდუალურ პირთა განსასაზღვრად, რათა მოხდეს მათი სპეციფიკური საჭიროებების განხილვა და მათთვის შესაძლო გრძელვადიანი გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება. რეგისტრაციის შედეგები გამოყენებული ინება დევნილთა მიმართ ეროვნული პოლიტიკის ფორმირებისათვის, მათი განსახლებისათვის და ამავე დროს, როგორც მონიტორინგის საშუალება დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი მეანიზმების განსაზღვრისათვის. რეგისტრაციის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუშა ჯგუფი. მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია განხორციელდება 9სექტემბრიდან 21სექტემბრის ჩათვლით.რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დევნილმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:დევნილის მოწმობა;პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;რეგისტრაციისთვის დაქორწინებული წყვილი წარმოადგენს შემდეგ დამადასტურებელ საბუთებს: ბავშვების დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა;ნებისმიერი 21 წელს ზემოთ მყოფი პირი, რომელიც ცხოვრობს ცალკე და წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან ან ბინის მეპატრონის თანხმობას, დარეგისტრირდება ცალკე.6 წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ არის აუცილებელი.