მარნეულის საჯარო სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებები გაიმართა
დღეს, საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეებისთვის სკოლის დამთავრების მისალოცად მარნეულის სხვადასხვა სკოლებს ეწვივნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე აკიფ ალიევი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქანან ომაროვი, თანამშრომლებთან ერთად.
დღეს, საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეებისთვის სკოლის დამთავრების მისალოცად მარნეულის სხვადასხვა სკოლებს ეწვივნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე აკიფ ალიევი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქანან ომაროვი, თანამშრომლებთან ერთად. სკოლის დამთავრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები განსაკუთრებული სიხალისით აღინიშნებოდა ყველა სკოლაში, თვალცრემლიანი მასწავლებლები კეთილი სურვილებით ემშვიდობებოდნენ მოსწავლეებს და ულოცავდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გასავლელ გზას. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, სკოლის კურსდამთავრებულებს, სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.