მარნეულში შშმ პირებს ექსკურსია მოუწყვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია ,,ბავშვი ოჯახი საზოგადოება’’ –ს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის კულტურული მემკვიდეობის ძეგლებზე, ექსკურსია მოეწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია ,,ბავშვი ოჯახი საზოგადოება’’ –ს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის კულტურული მემკვიდეობის ძეგლებზე, ექსკურსია მოეწყო. ექსკურსიის ფარგლებში, ბენეფიციარებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, იმირის გადაჭრილი გორა, გაგის ციხე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი მოინახულეს. სტუმრებს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიების მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს, შშმ პირთა უფლელების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარნეულში პირველად იმართება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც შშმ პირები, ასევე პროფესიონალი მომღერლები.