სიახლეები

მარნეულში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღინიშნა

26 მაი, 2017

მარნეულში, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის წინ, თემატური პავილიონები მოეწყო, სადაც გამოიფინა მარნეულში მცხოვრები ომში დაღუპული გმირებისა და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო მასალა.

მარნეულში, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის წინ, თემატური პავილიონები მოეწყო, სადაც გამოიფინა მარნეულში მცხოვრები ომში დაღუპული გმირებისა და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო მასალა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850–ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მოეწყო თემატური ფოტო გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი დეკორატიული ხის ფოთლებზე შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეწერათ ვეფხისტყაოსნის სტრიქონები, რომელიც ამ დღის ისტორიად დარჩება მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღევანდელი დღის მისალოცად, მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან ერთად ეწვია, რომელსაც მასპინძლობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაუწიეს. მხარის გუბერნატორმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სივრცეები დაათვალიერა და ახლად გახნილი ბიბლიოთეკის კონცეფციას გაეცნო. სპეციალურად შექმნილ პავილიონებში გამოფენილი იქნა ხალხური რეწვის ნიმუშები: საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრები, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ხელოვან მედეა ჭკადუას შექმნილი აქსესუარები, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები. ასევე, გამოყოფილი იყო სივრცე სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებისთვის, როგორიცაა – კლინიკა „პროფესორი“, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალი“, სტომატოლოგიური კლინიკა „დენსი“ და კლინიკა „ავერსი“. ღონისძიებაზე მოსულ პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ორგანიზაცია Dream Partner- ის მიერ მოწყობილი ანიმატორების შოუ, ესარგებლათ ატრაქციონებითა და ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში. ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში. ღონისძიების მეორე ნაწილი ამაღელვებელი თეატრალიზებული, კოსტიუმირებული წარმოდგენით გაიხსნა, სადაც გაცოცხლდა 1918 წლის პერიოდის ქალაქი თბილისი და გათამაშდა 1918 წლისა და 1991 წლის ისტორიული ფაქტები; 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მარნეულში გალა–კონცერტით დასრულდა, სადაც ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული მომღერლები ელენე ფოჩხუა და ბორის ბედია.

სხვა სიახლეები